საზაფხულო სკოლების პროგრამა

24-10-2013
პრაღის საზაფხულო სკოლების პროგრამა

პრაღის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საჯარო პოლიტიკის ცენტრი აცხადებს საზაფხულო სკოლების პროგრამას 2014 წლისათვის.
7-დღიანი აკადემიური პროგრამები განსხვავებული აკადემიური გამოცდილების მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საშუალებას აძლევს საზაფხულო არდადეგები გაატარონ უნიკალურ აკადემიურ და კულტურულ გარემოში.
 
პრაღის საზაფხულო სკოლების პროგრამა ეხება შემდეგ თემებს:
 
·         ევროპული საზაფხულო ინსტიტუტი ევროპის მომავალთან დაკავშირებით: ლობირება ბრიუსელში;
·         საზაფხულო სკოლა კრიმინალთან, სამართალსა და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით;
·         საზაფხულო სკოლა ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით: ინტერესები კულტურის წინააღმდეგ;
·         საზაფხულო სკოლა ჩინეთთან დაკავშირებით: მსოფლიო სუპერძალა - მითი თუ სინამდვილე?
·         საზაფხულო სკოლა ახალი განვითარების თანამშრომლობასთან დაკავშირებით: სიღარიბის ჯაჭვის გაწყვეტა;
·         საზაფხულო სკოლა განათლებასთან დაკავშირებით: სკოლის მომავალი;
·         საზაფხულო სკოლა გლობალიზაციასთან დაკავშირებით: მოხმარების დასასრული, როგორც ეს ჩვენთვის ცნობილია.
 
საზაფხულო სკოლის პროგრამები ჩატარდება ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2014 წლის 5-12 ივლისს.
 
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31 01 14.
 
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.praguesummerschools.org

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები