ვორქშოფი თემაზე: “უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების მართვის ეფექტურობა ინტერნაციონალიზაციის პროცესში”

ვორქშოფი თემაზე: “უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების მართვის ეფექტურობა ინტერნაციონალიზაციის პროცესში”

27-05-2019

10-12 ივნისს, სასწავლო ცენტრმერიდიანის“ ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართება 3- დღიანი ვორქშოფი თემაზე: “უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების მართვის ეფექტურობა ინტერნაციონალიზაციის პროცესში”. 

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება გაეროს კონსულტანტი გლობალური განათლების სფეროში, საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის საპატიო წევრი ( EAIE) -გრაჰამ პაიკი.

ვორკშოპში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა:

  • გაეცნონ საერთაშორისო განათლების თანამედროვე ტენდენციებს 
  • დაამკვიდრონ ახალი სტანდარტები და განახორციელონ ცვლილებები უნივერსიტეტებში 
  • შეიმუშავონ ეფექტური სტრატეგიული გეგმა, რაც უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს 
  • გაიაზრონ სახელმწიფოს როლი ინტერნაციონალიზაციის პროცესში
  • განავითარონ საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა და მოიზიდონ უცხოელი სტუდენტები
  • განაახლონ პროგრამები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მიაწოდონ ეფექტური სერვისი საერთაშორისო სტუდენტებს

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:
გრაჰამ პაიკი აქტიურადაა ჩართული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელების სკითხებში. გაეროს ეგიდით თანამშრომლობს ოცზე მეტ ქვეყანასთან, სამთავრობო და არასამთოვრობო ორგანიზაციებთან. მან სხვადასხვა უნივერსიტეტებში დაარსა საერთაშორისო განათლების კვლევითი და სასწავლო ცენტრები. პაიკი 11 წიგნის ავტორი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია საერთაშორისო განათლების სისტემაში განხორციელებული სიახლისთვის.

1998-2008
წლებში გრაჰამ პაიკი პრინც ედვარდ აილენდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების ფაკულტეტის დეკანი იყო.
2009-2018
წლებში კი ვანკუვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების ფაკულტეტის დეკანი და ინტერნაციონალიზაციის პროგრამების ავტორი. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა განათლების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების ფორმულირების კუთხით მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV და სამსახურის აღწერა აღნიშნულ მეილზე: meridiani.centre@gmail.com

  • ვორკშოპის დაწყების თარიღი 10 ივნისი
  • თანხის გადახდის ვადა - 25 მაისამდე
  • მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf4vrK8ZNHSlW-OgohOCLFn673otMAaaCksvd7VDQkivct7qQ/viewform?fbclid=IwAR06hXezcr3QxCWaDxnkKJPMUv-7JFgU2vD852hCBUJ2_2A4ctpyNs0pws4

ვორკშოპის ღირებულება 290 ლარი
გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები
GE03TB7435245067800005

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:


 

სიახლეებში დაბრუნება