ლიტველი სტუმრები

08-10-2013
ლიტვის რესპუბლიკის დელეგაცია სტუ-ში
 
8 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ შორის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენე, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე გედემინას კირკილასი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენედიკას იუდიკა, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზიტა ზვიკიენი, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე მანტას ადომენასი, სეიმის თავმჯდომარის უფროსი მრჩეველი მანტვიდას ბეკესიუსი, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის მრჩეველი მატას მალდეიკასი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსი სპეციალისტი რაიმონდა ბუნდიკაიტე და სხვები.
სტუ-ს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ 
ლიტველმა სტუმრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი დაათვალიერეს და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელმა გახსნა. მან ლიტუანისტიკის ცენტრის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა როგორც ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებს, ისე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
 
შეხვედრის ბოლოს სეიმის თავმჯდომარემ ლიტვური ცენტრის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული მუშაობისთვის სტუ-ის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილსა და პროფესორებს – იოსებ ჩუნთიშვილსა და ივანე კომახიძეს – ლიტვის განათლების სამინისტროსგან ჯილდოები გადასცა.

სტუ-ს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლები ეწვივნენ       

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები