ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

24-05-2019
ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, უნგრეთის, თურქეთის, იტალიის, ავსტრიისა და გერმანიის უნივერსიტეტებიდან, რომლებიც კონფერენცია რომლებიც ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან100-ზე მეტ ნაშრომსა და სამეცნიერო სტატიას. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნასაერთაშორისო კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. 

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც უკვე ტრადიციად იქცა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ანალიზი კორუფციის აღქმის ინდექსის გამოყენებით, კლასტერის ფორმირება რეგიონის სოფლის მეურნეობაში, უცხოური ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ეტაპზე და სხვ. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა„კონფერნციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რამდენიმე აქტუალური თემის განხილვაც. მათ შორის: მენეჯმენტისა და მარკეტინგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები, გამოწვევები საჯარო და ელექტრონული მმართველობაში, აგრობიზნესის და სტატისტიკის განვითარების ახალი მიდგომები. ცალკე პანელი დაეთმობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას - ტურიზმს. თემატიკიდან გამომდინარე, დისკუსია გაიმართება ECOMODE-ის, ანუ ეკოინოვაციური ბიზნესმოდელის შესახებაც“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია გამოირჩევა სტუმრებისა და თემების სიუხვით. რექტორმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ECOMODE“, რომელსაც  იტალიის ეროვნული სააგენტო ERASMUS+ და INAP-ი აფინანსებს. მისი თქმით, ECOMODE-ის მიზანია ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობა პროფესიული განათლების ასამაღლებლად. 

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ეკოინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის შეგროვება, რათა შემუშავდეს სასწავლო მეთოდოლოგია და სერტიფიცირების სტანდარტული ფორმა. ECOMODE-ის პროექტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია პროფესიული ორგანიზაციებია, რომლებიც  სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკოინოვაციური ბიზნესმოდელის ფარგლებში მენეჯერებს მოამზადებენ“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი გადასცა. კონფერენციის გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.  

თემაზე - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ პირველი საერთაშორისო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და უცხოეთის 12 უმაღლესი სასწავლებლის 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა. სწორედ პირველი კონფერენციის რეზონანსიდან და თემების აქტუალობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ღონისძიება ყოველწლიური ყოფილიყო. უკვე მომდევნო წელს, კონფერენციამ გაცილებით მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას ახალი ქვეყნები და უნივერსიტეტები დაემატა. 

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ მისი მონაწილეები კახეთის რეგიონს ეწვევიან.

 

სიახლეებში დაბრუნება