ამერიკული დელეგაცია სტუ-ში

19-09-2013

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი სტუ-ში

მილენიუმის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა მიჩიგანისა და მისურის უნივერსიტეტების პროფესორთა ჯგუფი. 

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები სამშენებლო და გარემოსდაცვის საინჟინრო პროგრამებთან დაკავშირებით, შეხვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ფაკულტეტების დეკანებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს საინჟინრო ლაბორატორიები და შესაბამისი აღჭურვილობები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის სასოფლო-საინჟინრო, ბიოსაინჟინრო, კვების მრეწველობის განვითარების, შეფუთვის, ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული ინჟინერინგის მიმართულებით.

ამერიკელი მეცნიერები საქართველოს 16 სექტემბერს ეწვივნენ და 20 სექტემბერს დატოვებენ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები