ყურადღება!

07-08-2013
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ !
 
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა   2013 წლის 26 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე, გამოსასვლელი დღეებისა და კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
აღდგენისათვის  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
  3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) იმ უსდ-დან  რომელშიც ირიცხებოდა სტუდენტი,   დამოწმებული ბეჭდით;
  4. ატესტატის (დიპლომის) დედანი და ასლი;
  5. ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  6. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  7. გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  8. სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
შენიშვნა: აღდგენის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
 
 
 
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები