ყურადღება!

07-08-2013
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის 
(შიდა მობილობის)
მსურველთა საყურადღებოდ!
 
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში (ფაკულტეტებს შორის და ფაკულტეტის შიგნით) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა 2013 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე გამოსასვლელი დღეებისა და კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
    1. განცხადება;
    2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
    3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
    4. სტუდენტის სტატუსის ცნობა;
    5. სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ცნობა ბუღალტერიიდან.
შენიშვნა: მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები