ინტერნშიპი

16-07-2013
ინტერნშიპი კონტენტის მენეჯმენტის სისტემებში
 
კომპანია Coremedia AG (ჰამბურგი, გერმანია) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს  აღნიშნულ კომპანიაში ინტერნშიპს  ან საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას კონტენტის მენეჯმენტის სისტემებთან დაკავშირებით.
ინტერნშიპის ხანგრძლივობაა 3-6 თვე. იტერნშიპის პროცესში სტუდენტი მიიღებს კომპანიისგან ყოველთვიურად 600€. კომპანია უზრუნველყოფს დაზღვევასა და ვიზას და არ ფარავს გერმანიაში მგზავრობასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუმცა სტუდენტს ეხმარება საცხოვრებლის მოძიებაში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, რომლებსაც საკმარისი ცოდნა გააჩნიათ ისეთ პროგრამულ ენებში, როგორიცაა: Java, JavaScript, Ajax, Spring, CSS, XML. ასევე, სტუდენტები უნდა ფლობდნენ ინგლისური ენას (სრულყოფილად) და გერმანული ენას (ელემენტარულ დონეზე მაინც)
 
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ: www.coremedia.com
 
საკონტაქტო პირი: ტეტიანა კოსტიუკი (Tetiana Kostiuk)
ელ.ფოსტა: tetiana.kostiuk@coremedia.com.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები