საზეიმო შეხვედრა

02-07-2013
საზეიმო შეხვედრა
ერაზმუს მუნდუსის პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან
 
 
გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა2 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს მუნდუსის 2012-2013 სასწავლო წლის გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან საზეიმო შეხვედრა ე.წ. Pre-Departure Orientation -PDO. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია Erasmus Student Network და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tempus-ის ეროვნული ოფისის, Erasmus Mundus Alumni Association და პროექტის პარტნიორი თერთმეტი ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის  ელჩი საქართველოში, ოლივერ რაისნერი, ევროკომისიის ატაშე საქართველოში, Erasmus Student Network-ის ადგილობრივი სექციის (ESN Tbilisi ISU) პრეზიდენტი ბექა ბერიაშვილი, Erasmus Mundus Students and Alumni Association-ის ევრაზიული განყოფილების პრეზიდენტი კატერინა შალაევა და სხვები. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერაზმუს მუნდუსის პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მუნდუსის სტუდენტებისთვის მიეწოდებინათ მათთვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართაერაზმუს მუნდუსის პროექტის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებით.
სტუდენტებისთვის მოეწყო პრეზენტაციები ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუსის სტუდენტური ქსელის და ერაზმუს მუნდუსის სტუდენტებისა და ალუმნის ასოციაციის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ვიდეო ჩართვა ერაზმუსის სტუდენტური ქსელის საერთასორისო პრეზიდენტთან, ემანუელ ალფანსედერთან.გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების დასასრულს პროფ. ირის შნაიდერმაჩაატარა ტრენინგი კულტურული განსხვავებების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გამარჯვებული სტუდენტები.

 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები