სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 სტარტი აიღო - „ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“

სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 სტარტი აიღო - „ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“

27-03-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ დარბაზში, ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტის გახსნის ცერემონია, პროექტის პრეზენტაცია და კონცერტი ჩატარდა. „სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ სტარტი აიღო.


მასშტაბური სტუდენტური პროექტის გახსნის ღონისძიებას, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, საქართველოს საპატრიარქოს, ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორგანიზება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია, ფინანსური მხარდაჭერა კი - ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თბილისის მერიამ. სტუდენტური დღეების გახსნით კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალურმა ჯგუფებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „მერანი“.

„სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ 30 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილის სტატუსით ჩაერთვება 5 000-მდე სტუდენტი, ჩატარდება 100-ზე მეტი ღონისძიება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით, პარალელურად, აქტიური პროპაგანდა გაეწევა ჯანსაღ გარემოზე ზრუნვას, მოეწყობა გამწვანებისა და დასუფთავების აქციები. 

ტექნიკური უნივერსიტეტის წლევანდელ სტუდენტურ პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ასევე, მხარს უჭერს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები რომელთაც დაწესებული აქვთ პრიზები სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის. 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობამ მსგავსი სტუდენტური პროექტები გასულ წლებშიც განახორციელა: 2017 წელს პროექტი მიეძღვნა ვიზალიბერალიზაციის მიღებას; 2018 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სიმბოლურად,  100 ღონისძიება ჩატარდა. 

 

სიახლეებში დაბრუნება