კონფერენცია

28-05-2013

 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია

“ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები"

28 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციის პროგრამაში შედის: 1. წყლის რესურსები, მათი პროგნოზები და მართვა; 2. საინჟინრო ჰიდროლოგია; 3. მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია; 4. ბუნებრივი გარემოს დაბინძურება; 5. ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მოდელირება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველის საინჟინრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომათა ცალკე კრებულად.

კონფერენცია 30 მაისს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები