Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

05-03-2019 ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ცვიკაუ, გერმანია) (University of Applied Sciences Zwickau – Westsächsische Hochschule Zwickau, WHZ) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე.
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.19.

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და გერმანული ენისა (B1) და ინგლისური ენის (B2) ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა კომპიუტერული მეცნიერებები).

 

სიახლეებში დაბრუნება