Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

16-02-2019 ალკალას უნივერსიტეტი (University of Alcalá - UAH) (ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

ერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე.
ნომინანტების წარდგენის ვადა: 30.04.19.

ალკალას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია და ფორმები და დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2 დონე).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალკალას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19.
საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე.
ნომინანტების წარდგენის ვადა: 30.04.19.

ალკალას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია და ფორმები და დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ალკალას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 30 ივნისამდე.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ლექტორის მობილობა ალკალას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება