ბრძანება

25-03-2008
                ს.ს.ი.პ
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
               ბრძანება
 
_____________N_____________
 
სტიპენდიის დანიშვნის წესის შესახებ
 
 
«უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე და წარჩინებული სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო სტიპენდიის დანიშვნის წესის განსაზღვრის მიზნით
 
ვბრძანებ:
1.           საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის II კურსის და უმაღლესი პროფესიული განათლების პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებმაც რექტორის ¹127 (24.08.2007წ.) ბრძანებით განსაზღვრულ საგამოცდო სასესიო ვადებში (მიმდინარე წლის 14 იანვრიდან 2 თებერვლამდე) დააგროვეს 91% ან მეტი რეიტინგი, დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.          ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებმაც ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში დააგროვეს 81% ან მეტი რეიტინგი, დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 25 ლარის (ოცდახუთი) ოდენობით.
3.          მაგისტრატურის I და II კურსის სტუდენტებს, რომლებმაც ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში დააგროვეს 91% ან მეტი რეიტინგი, დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.          ამ ბრძანებით განსაზღვრული სტიპენდია გაიცემა მიმდინარე წლის მარტის თვიდან 2008 წლის 1 სექტემბრამდე, 6 კალენდარული თვის განმავლობაში.
5.          ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოთ ფაკულტეტის დეკანებს.
6.          ბრძანება გამოიკრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში და ფაკულტეტებზე თავლსაჩინო ადგილას და განთავსდეს სტუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
 
 
 
 
რექტორი
პროფესორი                                                ა. მოწონელიძე
 
ვიზა:
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
პროფესორი                                               ქ. ქოქრაშვილი
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი                                   ბ. მაისურაძე 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები