სამიტი

19-04-2013
გლობალური ახალგაზრდული სამიტი BYND 2015
 
9-11 სექტემბერს სან-ხოსეში (კოსტა-რიკა) ჩატარდება გლობალური ახალგაზრდული სამიტი BYND 2015, რომელსაც მასპინძლობს კოსტა-რიკის მთავრობა. სამიტის ორგანიზატორია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU), გაეროს ორგანიზაციებთან ერთად და ასევე, სამთავრობო, სამრეწველო, მედია და სამოქალაქო სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სამიტზე, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულ სემინარებს, პრეზენტაციებსა და დისკუსიებს. ინტერაქტიულ სესიებზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა საზოგადოების საკეთილდღეოდ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (სსტ) გამოყენებას, რაც გულისხმობს სსტ-ის ჩართულობის,  როგორც ერთ-ერთი ძირითადი ელემენტის პრიორიტეტულობას საზოგადოების განვითარების უზრუნველყოფისათვის ე.წ. „2015 წლის შემდეგ“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები