საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი - შემოდგომის ლექციები 2019

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი - შემოდგომის ლექციები 2019

29-01-2019 2019 წლის სექტემბერში „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება ე.წ. QUALI-Start-Up -2 ლექციების კურსი.

ეს არის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ პროექტის (2013, 2015) გაგრძელება. ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს.

პროექტში მონაწილე სტუდენტების (ბაკალავრი, მაგისტრი) სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი (ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა) ადგილობრივი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი,) სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, უნდა მიმართონ სტუ-ს ფიზიკის დეპარტამენტში პროფ. ქეთევან კოტეტიშვილს: საკონტაქტო ნომერი  599-50-48-21. ელ.ფოსტა  k.kotetishvili@gtu.ge.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან  პროექტში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 15 აპრილამდე.

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება ივნისის დასაწყისში ონლაინ (ვიდეო) ფორმატით (დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მაისის თვეში). გასაუბრებას ჩაატარებენ იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

პირველადი ინფორმაცია პროქტის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება