IJBDM საერთაშორისო ჟურნალის სპეციალური გამოშვება „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადი განვითარების გაუმჯობესება დიდი მონაცემების მენეჯმენტის საშუალებით“

IJBDM საერთაშორისო ჟურნალის სპეციალური გამოშვება „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადი განვითარების გაუმჯობესება დიდი მონაცემების მენეჯმენტის საშუალებით“

28-01-2019 საერთაშორისო ჟურნალი International Journal of Big Data Management - IJBDM (დიდ მონაცემთა მენეჯმენტის საერთაშორისო ჟურნალი) 2019 წლის სექტემბრისთვის ამზადებს სპეციალურ გამოშვებას „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადი განვითარების გაუმჯობესება დიდი მონაცემების მენეჯმენტის საშუალებით“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო სტატიები გამოაქვეყნონ დიდ მონაცემთა მენეჯმენტის საერთაშორისო ჟურნალში. 

სამეცნიერო სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისი. 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გამოცემის იდეას საფუძველი ჩაეყარა 2018 წლის 17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე. საუბარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის პირველ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე - “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“. კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორი საქართველოს მხრიდან სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური იყო, მონაწილეობდნენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო), ფოჯას უნივერსიტეტი (ფოჯა, იტალია), ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ბარი, იტალია), აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი (აფინკარაჰისარი, თურქეთი), იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ჟეშუვი, პოლონეთი), რუმინეთის აკადემია, აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი (ბუქარესტი, რუმინეთი), ავეირუს უნივერსიტეტი (ავეირუ, პორტუგალია), ასევე, წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

თბილისში სტუმრობისას აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორები მიიწვიეს ცნობილი გამოცემის სარედაქციო საბჭოში. შედეგად, იტალიელმა პროფესორებმა აიღეს ვალდებულება, ჟურნალის ერთი ნომრის მომზადება ფოჯას უნივერსიტეტმა ითავოს. სწორედ, აღებული ვალდებულების შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იგეგმება International Journal of Big Data Management საერთაშორისო ჟურნალის სპეციალური გამოშვება „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და მდგრადი განვითარების გაუმჯობესება დიდი მონაცემების მენეჯმენტის საშუალებით“.

 

სიახლეებში დაბრუნება