სსიპ „იუსტიციის სახლი“ - სივრცის კონსულტანტის ვაკანსიები თბილისის იუსტიციის სახლში

სსიპ „იუსტიციის სახლი“ - სივრცის კონსულტანტის ვაკანსიები თბილისის იუსტიციის სახლში

15-01-2019 სსიპ „იუსტიციის სახლი“ სტუდენტებისთვის აცხადებს თბილისის იუსტიციის სახლში სივრცის კონსულტანტების ვაკანსიას (კონკურსი გამოცხადებულია 7 ვაკანტურ თანამდებობაზე).

მოთხოვნები:
• საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);
• არანაკლებ 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
• ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
• სამოტივაციო წერილის შევსება;
• რეკომენდატორის მითითება;
• განათლების ველში აუცილებელია უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი ცნობის ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 19.01.19.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.


 

სიახლეებში დაბრუნება