გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ - Elcomm Caucasus 2018 და AquaTherm Tbilisi 2018

გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ - Elcomm Caucasus 2018 და AquaTherm Tbilisi 2018

13-12-2018 14-15 დეკემბერს გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს ორ საერთაშორისო გამოფენას ერთი ქოლგის ქვეშ: Elcomm Caucasus 2018 და AquaTherm Tbilisi 2018.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები როგორც სამომხმარებლო, ისე სამრეწველო დარგებიდან: ენერგეტიკა, ელექტრო კომუნიკაცია, ელექტრონული და ჰიდრო-ენერგეტიკა და ინჟინერია, წყალმომარაგება და გათბობა-კონდიცირება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საირიგაციო სისტემები, წყლის ფილტრები, მრიცხველები და დამარბილებლები, გამათბობლები, კონდიციონერები და კონდიცირების სისტემები, ბოილერები, გასათბობი ქვაბების დისტანციური მართვის სისტემები, ტრანსფორმატორები, ელექტრო კარადები, მრიცხველები, ტურბინები, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემები და სხვა.

ექპოჯორჯია საშუალებას მისცემს ინდუსტრიის წარმომადგენლებს: მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს, შეხვდნენ ერთმანეთს, განიხილონ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები.

გამოფენის ფარგლებში ტარდება B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეები პირისპირ შეხვდებიან მათთვის ბაზარზე მყოფ ნებისმიერ საინტერესო კომპანიას, პოტენციურ
პარტნიორს. 

გამოფენის პარალელურად იმართება კონფერენცია - ჰიდროტექნიკური ნაგებობები: პროგრესი კაშხლების უსაფრთხოებაში, განახლებადი ენერგია 2018.


 

სიახლეებში დაბრუნება