"პოლიტიკა სამსჯავროზე" - პირველი იმიტირებული პროცესი

"პოლიტიკა სამსჯავროზე" - პირველი იმიტირებული პროცესი

11-12-2018 13 დეკემბერს, 13:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული) გაიმართება პირველი იმიტირებული პროცესი, "პოლიტიკა სამსჯავროზე" მულტიდისციპლინური სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში.

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განხილული იქნება ის, თუ რამდენად შეესაბამებოდა ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

სტუდენტებისა და ექსპერტ პროფესორ-მენტორების მიერ წინასწარი პოლიტოლოგიური და სამართლებრივი შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, სტუდენტებს შორის განაწილდა მბრალმდებელისა და ადვოკატის ფუნქციები. იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ ჟიური გამოიტანს განაჩენს.

პოლიტიკის გასამართლებაში პოლიტიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, პირველი ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან საპარლამენტო ლეგიტიმაციის მქონე პარტიების წარმომადგენლები.

 

სიახლეებში დაბრუნება