შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებული სტუ-ს დოქტორანტები

შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებული სტუ-ს დოქტორანტები

06-12-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ორმა დოქტორანტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში“.

დოქტორანტმა ერმილე მაღრაძემ გამარჯვება მოიპოვა პროექტით „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ ფოფორაძე), ხოლო დოქტორანტმა ონისე ენუქიძემ - პროექტით „აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ფრონტული ნაწილის 2 და 3 განზომილებიანი სტრუქტურული მოდელები და მათი გამოყენება ნახშირწყალბადების ძიებაში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოც. პროფ. დავით ბლუაშვილი).

 

სიახლეებში დაბრუნება