სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ვაკანსია კაპიტაციის პროექტის აგენტებზე

სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ვაკანსია კაპიტაციის პროექტის აგენტებზე

04-12-2018 სამედიცინო კორპორაცია ევექსი, კაპიტაციის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისთვის კაპიტაციის პროექტის აგენტებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ანაზღაურება: ბონუსი 3 ლარი ხელზე ასაღები თითო რეგისტრაციაზე.

ვაკანსიის გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მოქნილი გრაფიკი.

გეგმა: დღეში მინიმუმ 10 რეგისტრაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების დარეგისტრირება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
  • ყოველდღიური ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან, სათავო ოფისში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მიმართულებას არ აქვს მნიშნველობა)
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საბაზისო)
  • კომუნკაციის და ინფორმციის გადაცემის კარგი უნარი
  • სასურველია გაყიდვების უნარ-ჩვევები
  • მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@evex.ge და სათაურში მიუთითონ „კაპიტაციის პროექტის აგენტი უნივერსიტეტში“.

 

სიახლეებში დაბრუნება