ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

30-11-2018 ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს მობილობას სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2019/20 აკადემიურ წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელს, რომლის ფასიც საკმაოდ შეღავათიანია (120-135 $ თვეში), ხოლო 250-450 $ თვეში საკმარისია სტუდენტისათვის, რომ დაფაროს აკომოდაციის, კვების, ტრანსპორტი ხარჯები . ყოველ წელიწადს ფილოსოფიის ფაკულტეტზე 60-70 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს.

პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2019 წლის სექტემბერი - 2020 წლის თებერვალი), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს პოლიტიკური მეცნიერებიდან, სოციოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ისტორიიდან და სოციალური მუშაობიდან.

ფილოსოფიის ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
  • არქეოლოგია - არქეოლოგიის დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • საარქივო მეცნიერება - საარქივო მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • ცენტრალური ევროპის სწავლა - ისტორიის ინსტიტუტი (MA)
  • ისტორია - ისტორიის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)
  • ფილოსოფია - ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • პოლიტიკური მეცნიერება - პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • სოციალური მუშაობა - სოციალური მუშაობის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)
  • სოციოლოგია - სოციოლოგიის დეპარტამენტი (BA)
პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ევროპული პოლიტიკის, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ. პროგრამის მონაწილეები სწავლის გადასახადს არ იხდიან.

ფილოსოფიის ფაკულტეტი, ასევე, სთავაზობს ჩეხური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 28 თებერვალი 2019.

სტუდენტებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა უნდა წარადგინონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz.

გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კურსების ჩამონათვალი, სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება