დაჯილდოება

დაჯილდოება

28-11-2018 27 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ მეცნიერსა და ინჟინერს, აკადემიკოს ვალენტინე ჭანტურიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ცნობილ მეცნიერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მედალი რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. 


ვალენტინე ჭანტურია (1938) ტექნიკურ 
მეცნიერებათა დოქტორი და  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. მისი 
სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობა სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებასა და მინერალური კომპლექსების დეზინტეგრაციის მექანიზმების ფუნდამენტურ კვლევებს ეხება. ხელმძღვანელობს წამყვან სამეცნიერო სკოლას, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების პროცესში მინერალური კომპონენტების გაყოფის ფიზიკურ და ქიმიურ მეთოდებს შეისწავლის. ბოლო წლებში ვალენტინე ჭანტურიამ შეიმუშავა და დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომელიც გამოირჩევა ეკონომიკური მაღალეფექტურობითა და, განსაკუთრებით, ეკოლოგიური უსაფრთხოებით. ეს მადნის მომზადების ელექტროქიმიური ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება ალმასის შემცველი ნედლეულის გამდიდრების და მაღალი ხარისხის ალმასების მიღების პროცესში და უზრუნველჰყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

აკადემიკოს ვალენტინე ჭანტურიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მელნიკოვის ოქროს მედალი, პლაქსინის და ოპტილგას სახელობის პრემიები, ოქროს ნიშანი - „გორნიაკ როსიი“ და სხვ. მისი მომზადებულია  მეცნიერებათა 46 დოქტორი; გამოქვეყნებული აქვს 450-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 12 მონოგრაფია, არის 55 გამოგონების ავტორი.

 

სიახლეებში დაბრუნება