ბალზანის პრემია 2013

31-01-2013
ბალზანის პრემია 2013
 
ბალზანის საერთაშორისო ფონდი აცხადებს კონკურსს ბალზანის პრემიის მოსაპოვებლად. ბალზანის პრემია 2013 გულისხმობს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: შუა საუკუნეების ისტორია; სოციოლოგია; ინფორმაციის კვანტური დამუშავება და კომუნიკაცია; ინფექციური დაავადებები: ძირითადი და კლინიკური ასპექტები.
თითოეული მიმართულებით პრემიის ღირებულება 750,000 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს.
პრემიის ნახევარი გადაეცემა გამარჯვებულს მისი ნამუშევრის აღიარების აღსანიშნავად, ხოლო მეორე ნახევარი - კვლევითი პროექტებისთვის, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან ახალგაზრდა მკვლევრები ან მკვლევართა ჯგუფები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები