ფოჯას უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისთვის - 2018-2019 სასწავლო წელი

ფოჯას უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამა საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისთვის - 2018-2019 სასწავლო წელი

01-11-2018 იტალიის ფოჯას უნივერსიტეტი (The University of Foggia – UNIFG) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისთვის, 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

კონკურსში  შერჩეული პროფესორი/მკვლევარი ფოჯას უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხავს ლექციებს სულ მცირე, 1 თვის განმავლობაში და ჩაატარებს კვლევას ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად.

პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, მედიცინა, ჰუმანიტარული მეცნიერებები. შესაბამისი დეპარტამენტები იხილეთ აქ.

სააპლიკაციო განაცხადის  წარდგენის ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2018 წ.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება