ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

01-11-2018 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 7.11.18 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 9 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 12.11.18 

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებსთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2018 წლის 1-ელ დეკემბრამდე.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და გარემოსდაცვა, მათემატიკა და სტატისტიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი, სამშენებლო და  სატრანსპორტო მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება