ღია კონკურსი - სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების ხელმძღვანელები

ღია კონკურსი - სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების ხელმძღვანელები

01-11-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგიერთი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. #150გ.პირველი სართული, ოთახი #102, საკონტაქტო პირი - ნაილი კაპანაძე, ტელ.: 555 48 84 09)

• წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების გამგე;
• კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე;
• ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების გამგე;
• ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილების გამგე.

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელიცენტრი (მის.: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #67, მე-10 კორპუსი,მე-5 სართული, საკონტაქტო პირი - ლალი ჩაგელიშვილი, ტელ: 2 22 32 16)

• მიწის, წყლის, ტყის რესურსებისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
• მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების გამგე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
• ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსებისა და ტურიზმის განყოფილების გამგე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი (მის.: ქ. თბილისი, 0159, სოფ. დიღომი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინოს ქ. #1, საკონტაქტო პირი - ავთანდილ სონღულაშვილი, 593-347-951)

• ჰიდროგეოლოგიის განყოფილების უფროსი;
• საინჟინრო გეოლოგიის განყოფილების უფროსი;
• ზღვის საინჟინრო გეოლოგიის განყოფილების უფროსი;
• გეოეკოლოგიის განყოფილების უფროსი;

კონკურსის ჩატარების პირობები:
1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილება შესაბამისი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (ცალკეული ინსტიტუტის მიხედვით დამატებით მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია განთავსდება შესაბამისი ინსტიტუტის ვებგვერდზე).

2. კონკურსნტმა უნდა წარმოადგინოს:  
ა) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
გ) სამეცნიერო/სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
დ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ე) სტრუქტურული ერთეულის სტრატეგიული განვითარების შესახებ ხედვა - წერილობითი ფორმით.
(ცალკეული ინსტიტუტის მიხედვით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განთავსდება ინსტიტუტის ვებ-გვერდზე).

3. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი: განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 9-12 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე,ზემოთ მითითებულ მისამართებზე. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 15 ნოემბერს, კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს, ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი: განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 28-29 ნოემბერს, ზემოთ მითითებულ მისამართებზე. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 30 ნოემბერს, კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს, ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი: განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12-13 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ზემოთ მითითებულ მისამართებზე. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 15 ნოემბერს, კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს, ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“,  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დებულების შესაბამისად, რომელსაც კონკურსანტი შეიძლება გაეცნოს უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.

კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სიახლეებში დაბრუნება