ქართულ-პოლონური IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია"

ქართულ-პოლონური IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია"

16-10-2018 8 -11 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ქართულ-პოლონური მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია".

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი და კასპის მუნიციპალიტეტის მერია.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა დასატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ოთარ გელაშვილმა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ერთიან სატრანსპორტო სისტემაში შემავალი
დარგების (საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საავიაციო) და სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის კოორდინაცია, პრობლემატიკის შესწავლა და  მათი განვითარების სტრატეგიების შემუშავება, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებთან ერთობლივი
პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

საქართველო მდებაროებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და მონაწილეობს
სტრატეგიული დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირებაში. შესაბამისად, სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სატრანსპორტო დარგების კოორდინირებული ფუნქციონირება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-მშენებლობა და ქვეყნის სატრანსპორტო კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს, რაც გამოიკვეთა კონფერენციის მუშაობაში.

ღონისძიება ითვალისწინებდა სატრანსპორტო დარგის სპეციალისტების, სტუდენტების,
სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მოღვაწეობის ხელშეწყობას. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ როგორც უცხოელი (გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი), ისე ქართველი სპეციალისტები (სულ 25 მოხსენება). მომხსენებლებმა ისაუბრეს სატრანსპორტო სფეროს ეფექტურად ფუნქციონირების აქტუალურ საკითხებზე, წამოჭრეს რიგი პრობლემები და შემოგვთავაზეს მათი გადაწყვეტის გზები. ასევე,
განხილული იქნა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის  არსებული რეალობები და 
გამოწვევები.

  


 

სიახლეებში დაბრუნება