იტალიური ენის კურსები

18-12-2012
იტალიური ენის შემსწავლელი კურსები
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ,,იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი“  აცხადებს მიღებას იტალიური ენის შემსწავლელ  შემდეგ კურსებზე:
 
·        LIVELLO ELEMENTARE (A1-A2)
·        LIVELLO INTERMEDIO (B1- B2)
·        LIVELLO SUPERIORE (C1-C2)
·        იტალიური ენის კომპეტენციის დაწყებით კურსზე (LIVELLO ELEMENTARE (A1) სტუდენტს არ მოეთხოვება ენის ცოდნა.
 
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 2-ჯერ.
 
გაკვეთილის ხანგრძლივობა -  2 საათი.
 
თითოეული კურსის ხანგრძლივობა -5 თვე.
 
კურსის ღირებულება- 120 ლარი თვეში.
 
სასწავლო კურსი მულტიმედიურია და სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე დიდაქტიკურ-მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მეშვეობით.
 
მეცადინეობები ტარდება სტუ-ს VIII კორპუსში.
 
ზემოხსენებულ კურსებზე უნივერსიტეტის სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება პირადი განცხადების საფუძველზე.
 
საკონტაქტო პირი: თამარ მამასახლისი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 94 59 53,  5 99542289, 599050510

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები