მინისტრი სტუ-ში

27-11-2012

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

27 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ესტუმრა. მინისტრმა სტუ-ის მე-8 კორპუსში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერა და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მუშაობას გაეცნო.
მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომლობა ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაღრმავდება. სტუდენტები უკვე საქმდებიან სამინისტროს სხვადასხვა სამსახურში.
გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 15 წარჩინებული სტუდენტი მისი ფონდიდან დაფინანსდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები