ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები

06-10-2018 ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი (Universidad del País Vasco (UPV/EHU) - University of the Basque Country) (ბილბაო, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის (I და II სემესტრები). 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში ERASMUS+ სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე ინგლისურენოვანი კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ შემოდგომის სემესტრის განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური პერსონალის მობილობა პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებიდან ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება