ტრეინინგ-კურსი „საჯარო გამოსვლის (მოხსენების) ხელოვნება და უსაფრთხოება“

ტრეინინგ-კურსი „საჯარო გამოსვლის (მოხსენების) ხელოვნება და უსაფრთხოება“

05-10-2018 შპს „ვოტუმი და მეცნიერება“, “ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრთან” და “ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის” აცხადებს ტრეინინგ-კურსს „საჯარო გამოსვლის (მოხსენების) ხელოვნება და უსაფრთხოება“.
 
ტრეინინგ-კურსი განკუთვნილია:
  • სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირთათვის;
  • სტუდენტებისათვის;
  • მასმედიის წარმომადგენლებისთვის;
  • საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის.
პროგრამის გავლა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს:
  • განახორციელონ მაქსიმალურად პოზიტიური კომუნიკაცია;
  • სწორად განსაზღვრონ საჯარო გამოსვლის მიზნები და ამოცანები;
  • სწორად შეიმუშაონ პრეზენტაციის (წერილობითი და power point) სტრუქტურა და მოახდინონ მისი ეფექტური წარდგენა ნებისმიერი აუდიტორიისათვის;
  • იმიჯის ასამაღლებლად შეისწავლონ აუდიტორიის შემადგენლობა;
  • მართონ საკუთარი ფსიქოლოგია საჯარო გამოსვლების წინ და მისი მიმდინარეობისას არსებული ღელვისა და შფოთვის დასაძლევად;
  • გამოსვლა იყოს მაღალი ზეგავლენის მქონე აუდიტორიაზე;
  • შეიძინონ  მომხსენებელისათვის (სპიკერისათვის) აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • შეიძინონ საკუთარი შესაძლებლობისა და გამოსვლების გადაფასების უნარ-ჩვევები;
  • სამსახურებრივი ან მოღვაწეობის ადგილის მიხედვით უსაფრთხო, წარმატების
  • განმაპირობებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა აუდიტორიასთან.
მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:
  • საჯარო გამოსვლის ძირითადი ობიექტები;
  • მომხსენებლის ეთიკური და არაეთიკური ქცევის მნიშვნელობა აუდიტორიაზე ზეგავლენისათვის;
  • აუდიტორიის დემოგრაფიულ-კულტურულ-ინდივიდუალური მახასიათებლების მაკავშირებლები მომხსენებლის იმიჯთან;
  • მომხსენებლის პრეზენტაციის სტრუქტურა და მისი დაგეგმვის ხელოვნება;
  • მასობრივ აუდიტორიაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მეთოდოლოგია;
  • მომხსენებლის უსაფრთხოება (მომხსენებლის კომპრომეტაციისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალებები);
  • განვლილ სალექციო კურსზე დაყრდნობით მონაწილის მიერ პრეზენტაციის წარდგენა.
გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, განვლილი საკითხების ნუსხა საათობრივი დატვირთვით და სარეკომენდაციო წერილი.

მეცადინეობა ჩატარდება 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ.

ტრეინინგ-კურსის ღირებულება 220 ლარია (სტუდენტებისათვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2018 წელი.

კურსს გაუძღვებიან შესაბამისის პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე
ანალიტიკოსები და მეცნიერები.
 
დაინტერესების შემთხვევაში CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე: voting.science@gmail.com (დასახელებაში მიეთიეთება: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება და უსაფრთხოება“).

საკონტაქტო პირი:   
თამარ ტარტარაშვილი
ტელ.:  +995 555 667 664

 

სიახლეებში დაბრუნება