სტუ-ს პედაგოგები მარნეულში - სემინარი გლობალიზაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით

სტუ-ს პედაგოგები მარნეულში - სემინარი გლობალიზაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით

01-10-2018 29 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ემილია ალავერდოვა (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი), ასოც. პროფ. ხათუნა ჩაფიჩაძე და ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქრირიძე (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) მარნეულში ადგილობრივ მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდნენ და სემინარი ჩაატარეს.

სემინარი ორგანიზებული იქნა სასწავლო ცენტრის „ლინგუას“ მიერ და ეძღვნებოდა გლობალიზაციის აქტუალურ და მწვავე საკითხებს.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიული ფორმით, გაიმართა დისკუსია თემატიკით განსაზღვრულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება, სემინარის წამყვანებისაგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ გლობალიზაციის პროცესებთან დაკავშირებულ ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე.

 


 

სიახლეებში დაბრუნება