AIESEC და ISIE გაცვლითი პროგრამა ევროპის ქვეყნებში

AIESEC და ISIE გაცვლითი პროგრამა ევროპის ქვეყნებში

01-10-2018 AIESEC და ISIE ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ პიროვნულ განვითარების სემინარში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ გაცვლით პროექტში. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• 18 დან 29 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს (პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მონაწილეებსაც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში)
• ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო 
• უნარები: ლიდერული უნარ-ჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:
• რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა
• საზღვარგარეთ საცხოვრებელი 100% დაფინანსებულია

პროექტის დეტალები:
ქვეყნები: იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა (ირჩევს მონაწილე)
ხანგრძლივობა: ჯამში 7 კვირა (1 კვირა - ტრეინინგი საქართველოში, 6 კვირა - პროგრამა საზღვარგარეთ)
ღირებულება: 720 ლარი
საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია
მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე
პროექტის განხორციელების დრო: 2018 წლის ოქტომბერი - დეკემბერი; 2019 წლის იანვარი - მარტი
სემინარის განხორციელების დრო: ივნისი, 2018 წ. 
გაიცემა 2 სერტიფიკატი: 1) ტრეინინგისთვის (ISIE) 2) გაცვლითი პროგრამისთვის (AIESEC).
გადახდა: შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა. გადასახადის პირველ ნაწილს 240 ლარს მონაწილე იხდის მხოლოდ გასაუბრების გადალახვის შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 480 ლარს სემინარის განმავლობაში, როცა ხდება მონაწილის საზღვარგარეთ პროგრამაზე მორგება

რეგისტრაციის ვადა: 15 ოქტომბერი.

დეტალურად პროექტის შესახებ იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება