ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

29-09-2018 მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano – PoLiMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 09.11.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 13 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 15.11.2018

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
  
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პერიოდთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 6 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა). 


შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე 
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
  
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პერიოდთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა).

 

სიახლეებში დაბრუნება