აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტი - სამუშაო შეხვედრა გერმანული ინსტიტუციების წარმომადგენლებთან

აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტი - სამუშაო შეხვედრა გერმანული ინსტიტუციების წარმომადგენლებთან

28-09-2018 28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი პროფ. გიორგი ქვარცხავა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელს, ქალბატონ სოფიო ღვანიძესა და გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის ღვინის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელს პროფ. დოქტ. იონ ჰანგს შეხვდა (გერმანია).

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივებსა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. პროფ. ქვარცხავამ გერმანელ კოლეგას ფაკულტეტზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო პროექტები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ორ უნივერსიტეტს შორის ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამეცნიერო და სასწავლო ურთიერთობების გაღრმავებას.

სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებას, სტუდენტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1998 წლიდან მუშაობს და ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხორციელებაში ეხმარება.

 

სიახლეებში დაბრუნება