პროექტი

29-10-2012
ახალი შესაძლებლობა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთათვის
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტს ერთობლივ პროექტში „Education for Entrepreneurship and Innovation (E4E&I)“ .
პროექტის ფარგლებში ჩატარდება დისტანციური ლექციები  ბიზნეს-სამეწარმეო საქმიანობის სფეროში IT მიმართულებით.
სასწავლო კურსი ნოემბრის თვეში  დაიწყება და  იანვრამდე გასტანს.  სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ დისტანციურ სასწავლო კურსს. ფინალურ ეტპზე,  გამოცდების შედეგების მიხედვით მოხდება საუკეთესო სტუდენტების შერჩევა, რომლებიც 2 კვირიან პრაქტიკას გაივლიან შვედეთის და უკრაინის IT კომპანიებში.
აღნიშნული სამეწარმეო კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს რომლებიც სწავლობენ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.  
კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
 
დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად:
Tel: 236 35 80, 6967
E-mail: zaza@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები