შეხვედრა

07-11-2012
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის განხორციელება იწყება
 
7 ნოემბერს, სტუ-ს მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო პროექტის „Education for Entrepreneurship and Innovation (E4E&I)“ საზეიმო გახსნა და შეხვედრა პროექტის მონაწილე სტუდენტებთან.  2012 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს, უკრაინის და შვედეთის უნივერსიტეტებს შორის შედგა კონსორციუმი უმაღლესი განათლებაში სამეწარმეო საქმიანობის და ინოვაციების განვითარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავს სწავლის ახალი ერთობლივი მოდელის დანერგვას და მის განვითარებას და ის მხარდაჭერილია შვედეთის ინსტიტუტის მიერ ორი წლის განმავლობაში.
პროექტის პირველ ეტაპზე, რომელის ა.წ. 8 ნოემბერს დაიწყება,  სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ დისტანციურ სასწავლო კურსს ქართველი, შვედი და უკრაინელი სტუდენტებისათვის და წარმატებული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას უკრაინის და შვედეთის IT კომპანიებში გაივლიან.
პროექტის განმავლობაში, სასწავლო სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერისათვის  მოძიებული იქნება  საუკეთესო მაგალითები მსოფლიოს მასშტაბით.
არსებული სამეწარმეო კურსის გავლა შეუძლიათ საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს, კერძოდ: ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს, რომლებიც სწავლობენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.  
დამატებითი ინფორმაციისთვის  მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:  http://dsv.su.se/en/research/service/E4
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები