საპასუხო ვიზიტი

04-03-2008
სტუ- სტუდენტთა საპასუხო ვიზიტი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტში
 
    2008 წლის 11 დან 18 თებერვლამდე ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ქალაქგეგმარების ფაკულტეტის მოწვევით გერმანიაში საპასუხო ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გერმანულ-ქართული პროექტის - ”ქალაქის ფრთხილი რეკონსტრუქცია”- განხორციელებაში. გერმანელ და სტუ-ს სტუდენტებთან ერთად ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც.
2007 წლის სექტემბრის ბოლოს გერმანელთა თბილისში ვიზიტის დროს მოხდა საპროექტო ტერიტორიის შერჩევა, რომელმაც მოიცვა დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე რამოდენიმე კვარტალი. სამივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს ქალაქის ამ ნაწილის განვითარების საკუთარი ხედვა და მთელი განვლილი სემესტრის დროს პრაქტიკულად განახორციელეს ქალაქგეგმარებითი პროექტი, რომელშიც ურბანული განვითარების იერარქიულად სამი სხვადასხვა დონე აისახა.
    გერმანელების პროექტი ძირითადად ტექსტური ნაშრომი იყო და წარმოადგენდა თეორიულ წინადადებებს ფრთხილი რეკონსტრუქციის საკითხებში.
    სტუ-ს სტუდემნტთა ნამუშევარი ყველაზე პირდაპირ და ზუსტად პასუხობდა ქალაქმშენებლობითი რეკონსტრუქციის პროექტის მოთხოვნებს. ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩვენი სტუდენტების კონკრეტულმა დეტალურმა ისტორიულმა, სოციალურმა და ფუნქციურმა კვლევებმა, რომლებიც საფუძვლად დაედო საპროექტო წინადადებებს.
   რაც შეეხება თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, მათი პროექტი, შინაარსობრივად  რესტავრაციის პროექტის ხასიათს ატარებდა. სახლის ფასადების რესტავრაციის დონეზე.
ამგვარად, ამ პროექტის სახით შეიქმნა იმის ვიზუალური მაგალითი, თუ რისი გაკეთება შეიძლება არსებულ სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, ინსტიტუციონალურ და ფინანსურ ჩარჩოებში.
   პროექტის გამოფენა და  პრეზენტაცია, სხვა 11 გერმანულ პროექტთან ერთად, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხდა 2008 წლის 13-14 თებერვალს.
   მეტად სასიამოვნო და საპატიოა, რომ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ევროპაში ცნობილი ქალაქგეგმარებით ძეგლთა დაცვის სპეციალისტი პროფესორი გაბი დოლფ-ბონეკაემპერი (Professor Gabi Dolff-Bonekaemper) შედიოდა, აღნიშნულ ერთობლივ პროექტს I ადგილი და საერთაშორისო დიპლომი მიაკუთვნა.
   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი სულაბერიძე. სტუ-ს ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტები  თემურ ნინუა, სოფო პაქსაშვილი, ლუდმილა ჩიქოვანი, ია ბართაია, სოფო ნინიძე, შალვა კიკაბიძე, მამუკა კაპანაძე და მაგდა ლეკიშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები