დიზაინის საერთაშორისო სკოლა

18-09-2012

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა აცხადებს სტუდენტების მიღებას მობილობის წესით მაგისტრატურაში, დიზაინის სპეციალობით. სწავლების ფორმაა ინგლისური და ქართული. 

სკოლის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი დიზაინის სფეროში, მწერალი, კრიტიკოსი, ჯანკარლო პერინი. სკოლის დეკანია ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია. დიზაინის საერთაშორისო სკოლის შექმნის ინიციატორები და მმართველი საბჭოს წევრები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უცხოელი დიზაინერები და მენეჯერები.

სკოლა იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს რეგისტრაციის გასავლელად. მსურველები 20-21 სექტემბერს უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე: http://eqe.ge/geo/mobility . 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლა შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებსაც.

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ ეკა ხორბალაძეს: ტელ.: 577 4870220, ფოსტა: ekakhorb@yahoo.com


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები