შეხვედრა

10-09-2012
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს შეხვდა
 
10 სექტემბერს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვახტანგ ბალავაძე ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს შეხვდა და ენერგეტიკოსის დღე მიულოცა. შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მას უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გიორგი არაბიძე, ენერგეტიკის აკადემიის, ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირისა და ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 
შეხვედრაზე მინისტრმა ენერგოსექტორში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებთან მჭიდროდ თანამშრომლობას გეგმავს.
მინისტრმა ენერგეტიკოსები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები