ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიების კონკურსი - სტუ-ს პროექტის წარმატება

ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიების კონკურსი - სტუ-ს პროექტის წარმატება

09-07-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) ასოცირებული  პროფესორის დალი სეხნიაშვილის პროექტმა „ქალის როლი ეკონომიკის განვითარებაში“ გაიმარჯვა ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევითი პროექტების კონკურსში 2018/2019 სასწავლო წლისათვის.

კონკურსი გამოცხადდა უცხოური უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი  ინსტიტუტების აკადემიური  და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის. კომისიამ  განაცხადი ორი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა: კვლევითი სამუშაოს გეგმა და ლატვიაში კვლევითი სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის დასაბუთება. თითოეული კრიტერიუმი 0-3 ქულით შეფასდა. სტუ-ს პროფ. დალი სეხნიაშვილის პროექტის ხარისხი ორივე კრიტერიუმის მიხედვით უმაღლესი ქულებით შეფასდა და 6 ათასი ევროთი დაფინანსდა.

დალი სეხნიაშვილი კვლევას 2018–2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ლატვიის უნივერსიტეტში განახორციელებს. საერთაშორისო პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებულია ლატვიის მთავრობის მიერ.

 

სიახლეებში დაბრუნება