საერთაშორისო აღიარება

24-07-2012
სტუ-ს ხელბურთელთა გუნდის საერთაშორისო აღიარება
 
13-24  ივლისს, ესპანეთში, ქ. კორდობაში გამართულ პირველ ევროპულ უნივერსიადაზე სტუ-ს ხელბურთელთა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა.
სტუ-ს ხელბურთელებმა ექვსგუნდიან ჯგუფში ხუთივე მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მათ შორის, დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს მასპინძელი ქალაქის - კორდობას უნივერსიტეტის გუნდს და პირდაპირ ფინალში გავიდნენ, სადაც საკმაოდ იოლად, 37:24 აჯობეს უკანასკნელ მოწინააღმდეგეს, ხორვატიის "ოსიეკს". 
დღეს სტუ-ს ხელბურთის გუნდის გულშემატკივრები, ღამის 02:00 საათზე, შეიკრიბებიან სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, საიდანაც  გაემართებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და გამარჯვებულ  გუნდს ღირსეულ დახვედრას მოუწყობენ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები