სარგებლობის წესი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალებით
 
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალების ფონდით (ყველა სახის ბეჭდური და ელექტრონული რესურსით) სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამავე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის: 
ა) ბაკალავრს; ბ) მაგისტრებს; გ) დოქტორანტებს; დ) მასწავლებლებს; ე) სრულ პროფესორებს; ვ) ასოცირებულ პროფესორებს; ზ) ასისტენტ პროფესორებს; თ) სტუ-ს ტექნიკურ პერსონალს.
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აბონენტს ემსახურება ოთხი დარბაზი:
ა) პრესისა და ინფორმაციის დარბაზი, ბ) წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ვერსიების დარბაზი, გ) ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზი, დ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზი.
3. სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მის ფილიალებში გასაწევრიანელბად აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) შესაბამისი აკადემიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტუდბილეთი, სტუ-ს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა), ბ) სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
4. სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მის ფილიალებში ყოველი სააბონენტო მომსახურებისათვის აუცილებელია მკითხველის ბილეთის წარდგენა.
5. ცენტრალური ბიბლიოთეკის და მისი ფილიალების წიგნადი ფონდით მომსახურება ითვალისწინებს შემდეგ პროცესებს:
ა) საბიბლიოთეკო ერთეულების დროებით (ერთი სემესტრით) მფლობელობაში გადაცემას,
ბ) ერთადერთი ეგზემპლარის ან იშვიათი წიგნით სარგებლობას მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი პროფილის სამკითხველო დარბაზში, გ) სტუდენტს ერთ ჯერზე შეუძლია ინდივიდუალური გამოყენებისათვის ფონდიდან მიიღოს სხვადასხვა დასახელების 10-12 ბეჭდვითი ეგზემპლარი (მოთხოვნა შესრულებული იქნება არაუმეტეს ორი საათის განმავლობაში),  გ) თუ აღნიშნული ვადის შემდეგ სტუდენტს კვლავაც სჭირდება იგივე ლიტერატურა, აუცილებელია მისი ხელახალი რეგისტრაცია, დ) პროფესორ-მასწავლებლებს და სხვა კატეგორიის მკითხველთათვის წიგნით (ჟურნალით, ელექტრონული ვერსიებით) სარგებლობის ვადა განისაზღვროს 1 თვე, ე) სტუ-ს სასწავლო კურსის გასრულების, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, სამუშაო ხელშეკრულების დამთავრების ან (პროფესსორ მასწავლებელთა და პერონალიისათვის) დამთავრების შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სამეცნიერო ბიბლიოთეკა გასცემს შესაბამისს ცნობას სათანადო აღნიშვნით.
6. სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის პრესისა და ინფორმაციის სამკითხველო დარბაზში მკითხველს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო, მხატვრულ და სხვა სახის ჟურნალ-გაზეთებს.
7. სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალების კუთვნილი საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვისას, აბონენტი ვალდებულია:
ა) აღადგინოს დაკარგული საბიბლიოთეკო ერთეული იდენტური გამოცემით, ბ) ზარალი აანაზღაუროს თანხით. (თანხის რაოდენობა განისაზღვრება ფორმულით: დაკარგული ერთეულის ღირებულებას პლუს 50 (ორმოცდაათი) ლარი (სტუ-ს სენატის დადგენილება №5 21.10.2011, სტუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილება №503 13.07.2011).
სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში მკითხველს ასევე შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება:
1. ისარგებლოს ყველა სახის ბეჭდური და ელექტრონული რესურსით.
2. ისარგებლოს კომპიუტერული დარბაზით, რაც გულისხმობს:
ა) წიგნადი  და საჟურნალო ფონდის ელექტრონული ევრსიების გაცნობა-გამოყენებას, ბ) ინტერნეტ საიტებით სასწავლო-სამეცნიერო და საინფორმაციო მასალების მოძიებას, გ) ბიბლიოთეკათაშორისო შეთანხმების საფუძველზე სხვადასხვა უმაღლესი სკოლების ელექტრონული კატალოგების გაცნობას, დ) სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ფილიალების აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ http://search.epnet.com/http://journals.cambridge.org http://royalsocietypublishing.org/journals  http://www.bioone.org/ 
http://www.elgaronline.com/http://www.elibrary.imf.org/ http://online.sagepub.com/ საიტების მომსახურებით. ე) სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვებას (ჩათვლებისა და საგამოცდო ქულების შემოწმებას, სხვადასხვა საგრანტო მონაცემების გაცნობას და ა.შ.).
4. იკრძალება სხვადასხვა გასართობი და სათამაშო (სასწავლო პროცესთან შეუსაბამო) საიტებით სარგებლობა.
5. ბიბლიოთეკის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება საინტერნეტო წვდომა „wifi“.
6. ბიბლიოთეკაში აკრძალულია მობილური ტელეფონის გამოყენება.
 
 
სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია