05 თებ

კონკურსი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებსა კონკურს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ინსპექტორის პოზიციაზე
12 იან

სტუ-ს პროფესორები 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორები დავით ნატროშვილი (დეპარტამენტის უფროსი), ალექსანდრე მესხი და შაქრო ტეტუნაშვილი მონაწილეობას მიიღებენ რიო დე ჟანეიროში დაგეგმილ 2018 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესში
სიახლეების სრულად ნახვა

სწავლება

დეპარტამენტში სწავლა მიმდინარეობს სამ საფეხურად შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით:

  • ბაკალავრიატი - 4 წელი, ქართული და რუსული სექტორები (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში);
  • მაგისტრატურა - 2 წელი, ქართული  სექტორი (სწავლის საფასური - 2250 ლარი წელიწადში);
  • დოქტურანტურა - 3 წელი, (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში).

საგანმანათლებლო პროგრამები:

ბაკალავრიატი _ "ინფორმატიკა" (მოდულები/სპეციალიზაციები: კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ-ტექნოლოგიები);
მაგისტრატურა - "ინფორმატიკა" (სამაგისტრო თემატიკა/სპეციალიზაცია: კომპიუტერული სისტემები და ქსელები);
დოქტურანტურა - " ინფორმატიკა"

ლაბორატორიული სწავლების მეთოდი
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის  სტუდენტების განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საფაკულტეტო „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო – სამეცნიერო  ლაბორატორია“.  პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე და კომპიუტერულ კლასებში.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მოდულები საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ინფორმატიკა“