სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობა

დეპარტამენტის თანამშრომლები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას. დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სხვადასხვა წლებში მოპოვებულია საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, გაეროს, -ის, უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტები, რომელთა შესრულებაში მონაწილეობას იღებენ სამივე საფეხურის სტუდენტები. ამასთან, სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ რეალურ საინჟინრო და სამეცნიერო საქმიანობაში.
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სტუდენტთა მონაწილეობით შესრულებულია რიგი საინჟინრო პროექტებისა:
  • ელექტროენერგიის გასაღებისა და აბონენტებთან ანგარიშწორების ავტომატიზირებული სისტემა (ეგაასი)
  • ჰიდროაგრეგატის მონიტორინგისა და მართვის სისტემა;
  • ჰიდროელექტროსადგურებში ელექტრული პარამეტრების მონიტორინგისა და ასახვის სისტემა;
  • სამედიცონო პერსონალის ატესტაციის პროგრამული სისტემა;
  • სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის სისტემა;
  • პედაგოგთა ბიომეტრიული რეგისტრირების სისტემა;
  • მაღალი ძაბვის ქვესადგურების მონიტორინგისა და მართვის სისტემა;
  • ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა და სხვა;
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან.