ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი

ბიოსამედიცინო ინჟინერია
  1. სამედიცინო კომპიუტერული სისტემები;
  2. სამედიცინო ტექნიკა და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო ინფორმატიკა
“ბიოსამედიცინო ინჟინერია” - არის 21 საუკუნის მეცნიერების განსაკუთრებით სწრაფად ზრდადი, მულტიდისციპლინარული დარგი, რომელიც აერთიანებს ინჟინერიის, ბიოლოგიის და მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნას და მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე.
“კლინიკური (ბიოსამედიცინო) ინჟინერი არის პროფესიონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს, მისი საინჟინრო და მენეჯერული უნარის გამოყენებით, ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებთან ერთად, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.”
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებაზე სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის ფარგლებში, როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან პროგრამებზე. ძირითადი სპეციალიზაცი ხდება ორი მიმართულებით
  1. ბიოსამედიცინო ინჟინერია; 2. სამედიცინო ინფორმატიკა.
სასწავლო ლაბორატორიული სისტემები აერთიანებს ინოვაციურ აპარატურულ საშუალებებს და გამოყენებით ინტერქტიული პროგრამულ უზრუნველყოფას
  • ბიოსამედიცინო აპარატურის დამუშავება და სერვისი თანამედროვე მოთხოვნების დონეზე;
  • სამედიცინო ტექნიკის სფეროში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება;
  • სამედიცინო საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავება და სერვისი;
  • სამარკეტინგო და მართვის ფუნქციების განხორციელება სამედიცინო – დიაგნოსტიკურ და სადაზღვევო ორგანიზაციებში;
დასაქმების მსოფლიო ბიუროზე USDL - დაყრდნობით ბიოინჟინერია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი სფეროა. დაახლოებით 9700 ადამიანი დასაქმდა ბიოინჟინრებად 2009 წელს, რაც დაახლოებით სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა 30%. ბიოსამედიცინო ინჟინრების დასაქმება უზრუნველყოფილია შემდეგი მიმართულებებით:
  1. სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრები;
  2. პროფილაქტიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრები;
  3. უცხოური სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ფირმების წარმომადგენლობები- წარმომადგენლობითი და დისტრიბუტორული საქმიანობა: (“Siemens Medical”, “General ElectricHealthCare”, ”Toshiba”, ”Philips”, “Fresenius”, “Abbot”, “Drager” );
  4. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და სადაზღვევო კომპანიები
ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი დაარსებიდან დღემდე თანამშრომლობს ამ დარგში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, ბიო-სამედიცინო ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სასწავლო პრაქტიკას გადიან საქართველოს წამყვან კლინიკებში, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრებში, მონაწილეობენ საზღვარგარეთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში,
სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი უცხოური ფირმების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში, უახლესი სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენებში.
  http://biomedeng.gtu.ge/   
  https://www.facebook.com/pages/ბიოსამედიცინო - ინჟინერია- Biomedical-Engineering