18 ივნ

პროფესორ რამაზ ქაცარავას აკადემიკოსად არჩევის შესახებ

ვულოცავთ პროფესორ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსად არჩევას
17 ივნ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
03 ივნ

სამეცნიერო სემინარი

31 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები.
21 მაი

ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგ ბერიძეს

საბერძნეთის ქალაქ LOUTRAKI - ში, 2019 წლის 21 მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში (110 კილოგრამში) პრიზიორი გახდა ჩვენი ფაკულტეტის 4630 კგუფის სტუდენტი ვახტანგ ბერიძე, ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
20 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის

გახდი ჩვენი გუნდის წევრი !!!
სააფთიაქო ქსელი ნეოფარმი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე !!!
დაინტერესების შემთხვევაში თქვენ გაივლით:
* ანაზღაურებად პრაქტიკას და სტაჟირებას
* დასაქმების შემთხვევაში გექნებათ როგორც ფიქსირებული ხელფასი, აგრეთვე მოქნილი და მრავალმხრივი ბონუსური სისტემა
* აფთიაქში მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი განსხვავებულია
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 545 097 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე - hr@neopharmi.ge
15 მაი

სამეცნიერო სემინარი

15 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,კერამიკა ტექნიკური პროგრესის სასხლეტი კაუჭი” სემინარს უძღვებოდა პროფ: გურამ გაფრინდაშვილი, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა მისი ხელმღვანელობით ჩატარებული სხვადასხვა თემატიკის კვლევითი სამუშაოები მნიშვნელოვანი შედეგებით და ბიზნეს - სფეროში დანერგვის პერსპექტივით.
სიახლეების სრულად ნახვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

18 ივნ

ტექნიკურ უნივერსიტეტში სოლიდარობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას  ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
18 ივნ

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2019 - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი

20-24 მაისს, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2019 - ერაზმუსის პროგრამის მეორე კონფერენცია, სადაც აქტიური მონაწილოება მიიღეს სტუ-ს საინჟინრო-ფიზიკური დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა
18 ივნ

Erasmus+ - სალექციო კურსი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებზე

2-8 ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ნინო ჩხარტიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მობილობით მილანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა
17 ივნ

Erasmus+ - სალექციო კურსი სატრანსპორტო და საინჟინრო ელექტრონიკის შესახებ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

20-24 მაისს სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ოთარ გელაშვილი და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ყველა სიახლე