03 ივნ

სამეცნიერო სემინარი

31 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები.
21 მაი

ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგ ბერიძეს

საბერძნეთის ქალაქ LOUTRAKI - ში, 2019 წლის 21 მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში (110 კილოგრამში) პრიზიორი გახდა ჩვენი ფაკულტეტის 4630 კგუფის სტუდენტი ვახტანგ ბერიძე, ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
20 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის

გახდი ჩვენი გუნდის წევრი !!!
სააფთიაქო ქსელი ნეოფარმი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე !!!
დაინტერესების შემთხვევაში თქვენ გაივლით:
* ანაზღაურებად პრაქტიკას და სტაჟირებას
* დასაქმების შემთხვევაში გექნებათ როგორც ფიქსირებული ხელფასი, აგრეთვე მოქნილი და მრავალმხრივი ბონუსური სისტემა
* აფთიაქში მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი განსხვავებულია
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 545 097 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე - hr@neopharmi.ge
15 მაი

სამეცნიერო სემინარი

15 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,კერამიკა ტექნიკური პროგრესის სასხლეტი კაუჭი” სემინარს უძღვებოდა პროფ: გურამ გაფრინდაშვილი, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა მისი ხელმღვანელობით ჩატარებული სხვადასხვა თემატიკის კვლევითი სამუშაოები მნიშვნელოვანი შედეგებით და ბიზნეს - სფეროში დანერგვის პერსპექტივით.
14 მაი

სტუდენტებმა 2 თვიანი პრაქტიკა გაიარეს


          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, მე- 4 კურსის, 4590 ჯგუფის, სტუდენტებმა გაიარეს 2 თვიანი პრაქტიკული კურსი რუსთავის ქარხანაში და გაეცნენ ქარხანაში არსებულ წარმოებას,
07 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ

კომპანია PSP ფარმა გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენეტბთან შეხვედრას 10 მაისს, 15:00 სთ-ზე.  
სტუდენტებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, გათამაშებები და შეთავაზებები.
პსპ კომპანიის გუნდი მზადაა სტუ ფარმაციის სპეციალობის სტუდენტების  დასაქმებისა და  განვითარებისთვის.
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
სიახლეების სრულად ნახვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

16 ივნ

პროექტი PRINTeL - საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოპი „აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება - გამოცდილება და გამოწვევები“

16-17 მაისს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში ჩატარდა უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოპი „აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება - გამოცდილება და გამოწვევები“, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა
15 ივნ

პროექტი PRINTeL - ტენდერი ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით

Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ცხადდება ტენდერი აღჭურვილობაზე, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიურად გაწყობილი აუდიტორიისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას აქტიური სწავლების განხორციელება და მულტიმედიური სტუდია ლექციების ჩასაწერად, პროექტის პარტნიორ სომხეთის, საქართველოსა და ბელარუსის უნივერსიტეტებში
15 ივნ

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს მობილობის პროგრამას სტუდენტებისთვის, 2019/20 აკადემიურ წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
14 ივნ

შეხვედრა "სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლებთან

18 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, შეხვედრების ოთახში (მე-3 სართული), შედგება შეხვედრა "სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლებთან.

ყველა სიახლე